4 ოქტომბრის აქციაზე დაშავდა “მოამბის” გადამღები ჯგუფი
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა
პროექტ 64”-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.
2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა" საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის", ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია "მაუწყებელმა". გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, - უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.
საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები შეუქმნეს სამ უცხოელ რეპორტიორს, მათგან ორი უკან გააბრუნეს
2025 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს სამ უცხოელ ფოტოგრაფს. მათგან ორს ქვეყანაში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაეშუქებინა. სამივე ფოტორეპორტიორი საქართველოში მანამდეც იყო ნამყოფი, ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციებს იღებდნენ.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურმა ტელეფონი დაუზიანა
2025 წლის 1 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნა.
“პუბლიკის” ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.
რეპრესიული კანონების აღსრულების მიზნით, ანტიკორუფციული ბიურო მედიებისგან ინფორმაციას ითხოვს
2025 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც რეპრესიული კანონები ამოქმედდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ 60-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაგზავნა მოსთხოვა, მათ შორის რამდენიმე მედიასაშუალებასაც. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი გრანტების შესახებ კანონია. გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 16 აპრილს მიიღო. ცვლილებების თანახმად გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას; გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.
“ქართული ოცნების” პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი, დამოუკიდებელ ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთზე” თავდასხმას აგრძელებს
2025 წლის 2 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” პროპაგანდისტულ მედიად მოიხსენია.